Sonntag, 11. Mai 2014

მეცხრე დღე


დღეს დავამთავრეთ ინტელის სასწავლო კურსის ტრენინგები....მოვაწესრიგეთ ჩვენი საქაღალდე, მივაბით ჩვენს ბლოგს და ტრენერის ბლოგს, ანუ გავიხსენეთ ლინკ-ლისტის დამატება. განვიმტკიცეთ ინტერტექნოლოგიური უნარჩვევები, რაც აუცილებელია თანამედროვე სწავლების პროცესში...კიდევ ერთხელ დავინახეთ პროექტების გამოყენების  უპირატესობა  მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისა და სასწავლო პროცესში ჩართულობის კუთხით...მოვისმინეთ შექმნილი პრეზენტაციები, რაც საკმაოდ საინტერესო იყო, გავიზიარეთ ერთმანეთის გამოცდილება,რაც სასარგებლოდ წაგვადგება მუშაობის პროცესში...
   ზოგადად, კურსი ძალიან საინტერესო და ნაყოფიერია ჩვენი პროფესიული განვითარებისთვის, ახლა უკვე შეგვიძლია დამოუკიდებლად ვიხელმძღვანელოთ ამ სახელმძღვანელოთი და აგრეთვე გავეცნოთ ონლაინ ჩვენი კოლეგების გამოცდილებას...მადლობა ამ კურსის შემქმნელებს და ორგანიზათორებს,,,აგრეთვე ჩვენს ტრენერს , ხათუნას,რომელმაც ძალ-ღონე დაენერგია არ დაზოგა იმისთვის ,რომ იოლად გაგვევლო პროექტებით სწავლების საინტერესო ლაბირინთებში.....

Samstag, 10. Mai 2014

მერვე დღე

1. გეგმის შაბლონში შევავსეთ სასწავლო პროცედურები,
2.გავეცანით რესურსების ნიმუშებს,რომლებიც დაეხმარება მოსწავლეებს პროექტებზე მუშაობაში
3. გავიხსენეთ ელექტრონული ფოსტის გამოყენება
4.გავიხსენეთ google drave  ით  სარგებლობა( ფაილების ატვირთვა)

Freitag, 9. Mai 2014

მეშვიდე დღე

მოვახდინეთ მოსწავლეთა პროექტების შეფასება,გავეცანით მოსწავლეთა პრეზენტაციის შეფასების რუბრიკას და შეფასების  გეგმის ჩეკლისტს, რაც დაგვეხმარება იმის შერჩევაში თუ რომელი ტიპის შეფასება გამოვიყენოთ ჩვენი პროექტის განმავლობაში.
 შეფასების დაგეგმვის ცხრილსა და დროში გაწერილი შეფასების გეგმის დოკუმენტიდან აღებული ინფორმაციის საფუძველსე დავწერეთ რეზუმე თხრობით ფორმატში

Sonntag, 4. Mai 2014

მეექვსე დღე

1. ვისაუბრეთ სასწავლო ნიმუშების შექმნაზე

2. შევქმენით  მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი  ჩვენი პროექტის შესაბამისი კრიტერიუმების გამოყენებით

3.შემუშავებული კრიტერიუმები დაგვეხმარება შემდგომში შეფასების კრიტერიუმების ჩამოყალიბებაში

4. შევქმენით პრეზენტაცია


 5..გავიხსენე პრეზენტაციის გაფორმება ვიზუალურად (სურათების გადმოწერა ინტერნეტიდან და მათი ჩასმა საპრეზენტაციო სლაიდებში )

Samstag, 3. Mai 2014

მეხუთე დღე

1.--გავეცანით პროექტების პრეზენტაციას power point -ში და შესაბამისად
                           გავაკეთეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაცია
         
       
     2.               სისტემატიურად ვიყენებ საგანმანათლებლო საიტებს, დღეს გავეცანი


                     ახალ საინტერესო საგანმანათლებლო საიტებს, რაც დამეხმარება სასწავლო

                   რესურსების  გამრავალფეროვნებაში
             

        3. ვისაუბრეთ საავტორო უფლებების დაცვის აუცილებლობაზე